LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

140
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის პოზიციაა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

„ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ პუტინი პერსონალურ პასუხისმგებლობას ატარებს ამ დანაშაულებისთვის.

ეს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უკრაინის ხალხისთვის. ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ ამბობდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უკანონო, უსაფუძვლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია იმ დანაშაულებისთვის და სისასტიკისთვის, რომლებიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს

რუსეთი არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას – როგორ ეხმაურებიან ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერი გაცემას

ისტორიული გადაწყვეტილებაა – ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე

mazda magti 5g