საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დასაკავებლად ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციას არ აღიარებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მისი გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.
„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, – განაცხადა პესკოვმა.
მარია ზახაროვა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ სად უნდა იქნას გამოყენებული ეს დოკუმენტი”, – წერს მედვედევი “ტვიტერზე”.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.