LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვართ როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, თუ საჭირო იქნება, კიევში დელეგაციაც ჩავა

64
1

უმრავლესობის წევრი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტმა ისეთი რეზოლუცია მიიღო, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება.

კითხვაზე, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების” დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა:

“მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა…

ისეთი რეზოლუცია მივიღეთ, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება. კრიტიკა იმ ადამიანებისგან ისმის, ვისაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რათა პუტინის ის გეგმა ვერ შეესრულებინა, რაც შეასრულა. ამაზე სერიოზული ეჭვები უნდა გამოვთქვათ. სად მიდის მათი გეგმა? რა არის მათი სტრატეგია და დესტაბილიზაციისთვის ხომ არ უნდათ ამ თემის გამოყენება?

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო რუსეთის საფრთხის წინაშე განეიარაღებინათ,  ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს ის რესურსი არ ჰქონოდა, რომლითაც შეიძლება ოკუპანტს დაუპირისპირდეს, თუნდაც ძალით” – აცხადებს გია ვოლსკი.

რადაში იმ ქვეყნების დროშები გაშალეს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე საქართველოს დროშა არ არის: დეკანოიძე

უკრაინის პარლამენტში გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას – სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება სპეკულაცია: საგარეო უწყება

უკრაინის დროშას, რომელსაც მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს, ოპოზიცია რადაში წაიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები