LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: „კახეთში ბერძენიშვილის მხრიდან ლექციის ჩატარება რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, „ალტ-ინფო“ სულ რომ არ არსებობდეს“

154
Untitled design (6)

15 იანვარს, ყვარელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის მხრიდან ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციის ჩატარებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პროვოკაციად აფასებს, რასაც ვოლსკის სიტყვებით, „კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ადვილად წამოეგო“.

ეკა სეფაშვილი: ლექციის არჩატარება ნიშნავს, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც, შესაძლოა, ლევან ბერძენიშვილმა განიხილოს, თუ ამის მოსმენა არ სურთ, ცხადია, ასეთი ლექცია არ უნდა წაიკითხოს.

„ეს ქვეყანა არის ხალხის და ნურცერთი პოლიტიკური ძალა, „ალტ ინფო“ იქნება თუ სხვა, ნუ დაიჩემებს, რომ ეს ქვეყანა მისია.

„ალტ ინფოს“ მოვუწოდებ, ქვეყნის კუთვნილებას ნუ დაიჩემებს. მიმაჩნია, რომ ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი ადვილად წამოეგო. არა მხოლოდ კახელებისთვის, არამედ ზოგადად, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც ბევრ საკითხზე აქვს ლევან ბერძენიშვილს, რეალობაა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს.

ამ ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს შემთხვევის ამბავია. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, რასაკვირველია, ეს არის პროვოკაციული თემა, სულ რომ არ არსებობდეს „ალტ-ინფო“. ეს პროვოკაციული თემაა და ეს პროვოკაცია სწორედ რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა..

ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ე.წ. ლექცია იგეგმებოდა, ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის და ლევან ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა.

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს იმ სტრუქტურებმა უნდა გვითხრან, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ტელევიზიებში ლექტორების პანღურებით და ცემით გამოგდების ფაქტები ვიხილეთ და არ დასმულა კითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია“, – აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, 15 იანვარს ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრში ლექცია უნდა ჩაეტარებინა, ცენტრთან არ მიუშვეს.

ლევან ბერძენიშვილი: სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ლექციის ჩაშლა სასიხარულო ამბავი არ არის

„უსაფუძვლო კრიტიკა ისმის ხელისუფლების მიმართ“ – გიორგი კახიანი ლევან ბერძენიშვილის საქმეზე

“ბერძენიშვილისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრის შესაძლებლობის არ მიცემა, უწიგნურთა კასტისთვის ძალაუფლების გადაცემის ლოგიკური შედეგია” – სამადაშვილი

DRI: მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია.. ყვარელში მომხდარი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო შემთხვევაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g