LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: თაღლითური სქემით, გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია – ადვოკატი კი აცხადებს, რომ მოსამართლეს განაჩენი დასაბუთებული არ აქვს

125
Capture123

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ „ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია, რაც მისი თქმით, თაღლითური სქემაა“. მისივე განმარტებით, „სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და დანაშაულის ნიშნები არსებობს“.

ვოლსკის თქმით, ავტომობილის საკითხს ოპონენტები პროპაგანდისტულად იყენებენ.

„არსებობს კონკრეტული მოცემულობა, რაც სასამართლომ განიხილა. დახაზულია სქემა, რომ 7 მილიონით, ცოტა მეტი თუ ნაკლები ლარით, იქნა დაზარალებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“. თაღლითური სქემაა ფაქტობრივად, მაგრამ სამართლებრივი ფორმულირება ჩემი მხრიდან ვერც გაკეთდება.

რაც შეეხება მანქანის თემას, მე ვფიქრობ, ამ სქემაში მანქანა ყველაზე მცირე ნაწილია, თუმცა, თვალსაჩინო მაგალითია. პროპაგანდისტული გამოცდილება, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა, როცა ვითომ პიჯაკებზე იყო ლაპარაკი, ამ შემთხვევაშიც პიარ პროგრამით გამოიყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ნიკა გვარამია დამნაშავედ მიჩნეული, განაჩენში მითითებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები