LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: თუ ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, სტრასბურგს მიმართონ – პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია

86
გია ვოლსკი

„თუ ევროპარლამენტარებს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ ეს სასამართლო მოსყიდულია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ მიმართა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელმაც, ტვ „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოამზადა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სამართლიან სასამართლო პროცესამდე უნდა შეწყდეს“.

„მინდა, ანა ფოტიგას შევახსენო – ევროპული სტანდარტი ის არ არის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დაუპირისპირდეს. ამას გარკვეულწილად ხალხმა ხელი არ უნდა შეუწყოს, მით უმეტეს, ევროპარლამენტარი თუ ხარ.

არც ერთ მათგანს არ უთქვამს, ადამიანისთვის რამდენად მტკივნეულია, როცა შვილს მოუკლავენ და არის თუ არა კონკრეტული ადამიანი დამნაშავე იმისათვის, რაც ჩაიდინა.

არ ვიცი, ამ წერილით რომელი ევროპარლამენტარები გააცურეს, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, საქართველოს მეგობარი არ არის – ქარუმიძე

თუ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი ეპარებათ, მაშინ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ და პროპაგანდას ნუ დაუჯერებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო მოსყიდულია, როგორც ეს აღნიშნეს ოპოზიციის ლიდერებმა და მისი მოსყიდვის გამო იღებენ სააკაშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.

ორი თუ სამი ევროპარლამენტარი იმას აწერს ხელს, რომ ყველანაირი სტანდარტი დავივიწყოთ, ციხიდან გამოვუშვათ ადამიანი, რომელიც თურმე, არჩევნების მეორე ტურს უნდა ჩაუდგეს სათავეში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოპულარულები