„არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს გადაწყვეტილებას და ეს ჩვეულებრივი, ნორმალური დაპირისპირებაა, რომელიც რუსეთს ჩვენს მოკავშირეებთან გააჩნია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი აზრით, საქართველომ თავის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს და ამას საკუთარ თავზე სანქციების დადებით ვერ უპასუხებს.
გახარია: მთავრობას უნდა, რომ 2024 წელს რუსული არჩევნები ჩაგვიტაროს – მოქალაქეები და მათი ევროპული მომავალი ფეხებზე ჰკიდიათ
„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება საქართველოში ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდეს.“
„ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობები ძალიან დიდი ფასით არის შენარჩუნებული.
როგორიცაა, ადამიანთა სიცოცხლე, ერთად ჩატარებული სამხედრო და სამშვიდობო ოპერაციები, ერთად ყოფნა, ერთად დგომა, ეს ჩვენ გვახასიათებდა და ყოველთვის ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ თუკი რუსეთი ამ თემაში შემოდის გარკვეული გადაწყვეტილებით, ეს მის ინტერესებშიცაა და არავინ დაუშვას, რომ დღე და ღამე იმაზე ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუქმნას პირობები.
ოკუპირებული აქვს ამხელა ტერიტორიები, ამდენი სტრატეგიული ობიექტი ხელში აქვს ჩაგდებული, ადამიანის გატაცებები საოკუპაციო საზღვართან გრძელდება – ამით ხასიათდება დღევანდელი პოლიტიკური პროცესი.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც თავის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას ატარებს თავის ტერიტორიაზე, დღეში 20 მილიონ დოლარამდე ვაჭრობს რუსეთი ყოველ დღე თავის გაზით, უკრაინის ტერიტორიის გავლით, თავის ინტერესებით მოქმედებს მოლდოვაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, ისრაელი მაგალითად, რომელიც გაცილებით მეტ რეისს იღებს რუსეთის ფედერაციიდან, ვიდრე სხვა ქვეყნები.
ასე რომ, ამასთან დაკავშირებით, სპეკულაციების გარდა, ჯერჯერობით არაფერი გამიგია, იცით?!“. – განაცხადა ვოლსკიმ.