„კარგია, რომ რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ დატკბნენ საქართველოს ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით – ეს გახლავთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები და, ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს სიტყვები აქ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენმა, საქართველოს მოქალაქეებმა [ყველაზე მთავარი] კომფორტულად იმგზავრონ და ბარიერები არ შეექმნათ“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
„თქვენი კითხვა არის ტყუილი, პირდაპირი გაგებით..
გამოდის, რომ თქვენ ახლა აბრალებთ ისრაელს, ნატოს წევრ ქვეყანას – თურქეთს და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას, რომ რუსეთის მხრიდან სანქცირებული ხომალდები დაფრინავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება – საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა.
ამავე თემაზე: