„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ავრცელებს.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, გადაწყვეტილება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე ვრცელდება:
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ.
განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტს შორის არ იქნება“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დღეიდან, 15 მაისიდან, ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
ამავე თემაზე: