LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: უვიზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა დადებითად შეხვდა.. დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული

411
თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა დადებითად შეხვდა“.

„უარი რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე“ – დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

თეა წულუკიანის თქმითვე, თითოეული ავიაკომპანია მკაცრ კონტროლს გაივლის და საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული.

„შემოსულია რამდენიმე განაცხადი საქართველო-რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მოთხოვნით“ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

„ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა ენახათ საკუთარი ოჯახის წევრი, აღენიშნათ საკუთარი შვილიშვილის დაბადება ან ტრაგიკულ შემთხვევებში, დასწრებოდნენ სამგლოვიარო ცერემონიას – ეს აღარ იქნება საჭირო.

შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში კვლავ ცხოვრობენ, ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს.

მთავარია ასევე ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩვენ დავიცვათ სანქციები, რომლებიც მოქმედებს.

მივესალმებით იმ ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო, სხვაგვარად ვერც იქნებოდა, ამ გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული ბორტი, თითოეული ხომალდი, თითოეული ავიაკომპანია მკაცრ კონტროლს გაივლის, მხოლოდ მათ შეეძლებათ ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა, ვინც არ არის სანქციას დაქვემდებარებული.

ეს გადაწყვეტილება არის სწორი და რაც მთავარია, იქნება განუხრელად დაცული. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როდესაც ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და მეორე მხრივ, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება – საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

მანჯგალაძე: სათაგურში რომ ყველი დაგვიდეს ფრენების სახით, უფასო არ აღმოჩნდა – გადავიხდით იმ ფასს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ გაფრინდებიან ევროპაში 

მაჭარაშვილი: „კარგია, რომ რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ დატკბნენ საქართველოს ბუნებით, ეს გახლავთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები“ 

ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებით და ბორტებით, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან – აეროპორტების გაერთიანება 

„საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა…რადიკალური ოპოზიცია ეცდება, ეს თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ” – კობახიძე

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება… შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს“ – ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g