LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკის აზრით, ოკუპანტების ქმედებები გუგუტიანთკარში, სააკაშვილის ბრალია

276
1544512457

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გუგუტიანთკარში დღეს მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციას სააკაშვილის ხელისუფლებას აბრალებს.

ის ამბობს, რომ 2006 წლიდან საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს, რათა ოკუპაცია არ ყოფილიყო დაშვებული. 

„ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში“ [ვიდეო]

როგორ გამოიყურება გუგუტიანთკარის ოკუპაციის პროცესი ციდან - დრონით გადაღებული ვიდეოю

რაც შეეხება ე.წ. საზღვრებს დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს სუსტი კონსტრუქციაა.

“გუგუტიანთკარი და ნებისმიერი სხვა ადგილი, სადაც ოკუპანტი ახორციელებს თავის გეგმას, არის ჩვენი სავალალო შედეგი იმ ვითარების, რომელიც შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. დღეს თვალწინ გვიდგას ის, რაც მემკვიდრეობით დატოვა სააკაშვილის მავნებლურმა პოლიტიკამ. რაც შეეხება მავთულხლართს, დამერწმუნეთ, გაცილებით უფრო სუსტია ის კონსტრუქცია, რომლითაც ეს მავთულხლართი კეთდება, ვიდრე ბერლინის კედელი, რომელიც დაიშალა და რომლის ნატეხებიც დღეს ევროპის მოედანზე დგას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი

სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ ბისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. აღნიშნული სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.

magti 5g