LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo კლიენტებს ავტომობილის გარეცხვას ან ავზის შევსებას სთავაზობს

22

კომპანია ”ვოლვომ” სან-ფრანცისკოში ავტომობილების მომსახურების გასვლითი პროგრამის ტესტირება დაიწყო. კროსოვერ XC90-სა და სედან S90-ის მფლობელებს შეუძლიათ შეუკვეთონ რეცხვა, საწვავის ავზის შევსება ან ავტომობილის ტექმომსახურებაზე გადაყვანა.

გამოკითხვის თანახმად, რომელიც შვედურმა მარკამ ჩაატარა, მისი კლიენტების 70%-ზე მეტს სურს ავზი სხვამ შეუვსოს, 56%-ი კი დაინტერესებულია ავტომობილის ტექმომსახურება მათი ჩარევის გარეშე განხორციელდეს. კიდევ 49%-ს სურს მომსახურება, რომელიც ავტომობილს მისთვის სასურველ ადგილზე გადაყვანას გულისხმობს.

მომსახურების მისაღებად ”Volvo”-ს მფლობელებს შეუძლიათ განაცხადი ტელეფონით გააკეთონ და თანხაც მაშინვე დაფარონ. შემსრულებელი კომპანია მიიღებს ერთჯერად ციფრულ გასაღებს, რომლითაც შეძლებს ავტომობილის გარეცხვას, ავზის შევსებას, ან სერვისზე გადაყვანას. სამუშაოს დასრულების შემდეგ ვირტუალური გასაღები ავტომატურად განადგურდება.

https://www.youtube.com/watch?v=YPKDy7k5hHE

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები