LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo ნახევარ მილიონ ავტომობილს უფასოდ შეაკეთებს

92
red-volvo-news19

კომპანია Volvo მთელ მსოფლიოში 507 ათას ავტომობილს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ 9 მოდელი – S60, S80, S90, V40, V60, V70, V90, XC60  და XC90 შეიძლება ნებისმიერ მომენტში აალდეს.

2014 წლიდან 2019 წლამდე გამოშვებული მოდელების შემოწმებისას დადგინდა, რომ ძრავში განთავსებული ერთ-ერთი პლასტმასის ელემენტი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დადნეს და ძრავში ხანძარი გამოიწვიოს. როგორც შვედური ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მოვლენების ამგვარად განვითარების შანსი ძალიან დაბალია, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

მიუხედავად აღმოჩენილი დეფექტისა, ჯერ-ჯერობით არც ერთი ავტომფლობელი არ დაზარალებულა.

ხოლო, თუ როგორ შეაკეთებენ გაუმართაობას Volvo-ში ამას არ აზუსტებენ და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყველა ხარჯს კომპანია თავის თავზე აიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g