LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-ს მენეჯერმა ტრაილერის ტესტირებისას სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა (ვიდეო)

47

კომპანია Volvo Trucks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უპილოტო ტრაილერის ტესტირებაა ასახული. აღნიშნული ღონისძიება მიწისქვეშ, სპეციალურ გვირაბში მოეწყო. ტესტირების ადგილმდებარეობა კომპანიის წარმომადგენლობას შემთხვევით არ შეურჩევია. მათი აზრით, ყველაზე არაკომფორტულ გარემოში რეაგირების უნარი, მოდელის ავტოპილოტის წარმადობასა და სტაბილურობაზე მიუთითებს.

შვედეთში Volvo-ს უსაფრთხოებისა და ტექნიკის დირექტორმა – ტორბიორნ ჰოსტრემმა 18 ტონიანი თვითმართვადი ტრაილერის წინ სიკვდილს თვალებში ჩახედა. სისტემის შესაძლო მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მას უდავოდ სიკვდილი ელოდა.

”ვგრძნობდი თუ როგორ ამემღვრა სისხლი როცა ამხელა რაღაც მომიახლოვდა და მეგონა, რომ ავტოპილოტი უკვე მწყობრიდან გამოვიდა და ტრაილერი შეჩერებას არ აპირებდა. მან კი პირდაპირ ჩემს ფეხებთან გააჩერა” – საუბრობს ჰოლსტრემი.

,,ავტორადიო” გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები