არსებული ინფორმაციით, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ თავისუფლების მოედანთან დააკავეს მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი დავით დათუნაშვილი.
ის ახლა კოალიცია ცვლილებებს წარმოადგენს, არის პარტია „ახალის” წევრი.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილები – მათი შეკრების პარალელურად სასტუმროსთან მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სპეცრაზმის წევრები და ნიღბიანი ძალოვნები. ადგილზეა ზვიად ხარაზიშვილიც, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ადგილზე მყოფი ადამიანები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას აქ პროვოკაციებისთვის მობილიზებული ჰყავდა ასევე “ტიტუშკები.”