LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

101
გიგა ავალიანის საქმე

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე წუხელ დაკავებული ნია იმნაძე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში განუცხადეს.

ექიმების ცნობით, ნია იმნაძეს სამედიცინო დაწესებულებაში „საჭირო მკურნალობა უტარდება”.

ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ.

მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო.

„ნია იმნაძის დედას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს…ჩემი შვილი მიატოვეს, მიაგდეს, რომ მომკვდარიყო!“ – გიგა ავალიანის დედა

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე “ლ” ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები