LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრწმუნდებით, რომ სასამართლოს კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს, მოსამართლემ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია: ყოფილი მოსამართლე

133
1

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ეხმიანება.

როგორც კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქმედების თაღლითობის მუხლზე გადაკვალიფიცირებით მოსამართლემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.

მისი თქმით, მოსამართლეს მხარეებისათვის უნდა მიეცა შესაძლებლობა, ქმედების თაღლითობად შეფასებაზე წარმოედგინათ მტკიცებულებები, საკუთარი არგუმენტები და კონტრარგუმენტები.

როგორც კოპალეიშვილი წერს, სასამართლოს/მოსამართლეს კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს და მოსამართლეები  კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების არსში ვერ ერკვევიან:

“მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე გიორგი არევაძე) მიერ გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობისა და სასამართლოს მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ

დღეს, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი არევაძე) გამოაცხადა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ფულის გათეთრების ბრალდების ნაწილში, რომელზეც მთელი ამ დროის განმავლობაში მიჰყავდა მოსამართლეს საქმის განხილვა, შეწყვიტა საქმე და ქმედება გადააკვალიფიცირა თაღლითობის მუხლზე.

მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენი ვერ პასუხობს საქმის ყოველმხრივ გამოკვლევისა და განაჩენის დასაბუთებულობის პრინციპს. მოსამართლემ დაარღვია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ქმედების გადაკვალიფიცირება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ და განაჩენის გამოცხადებისას მისი შეტყობინება მხარეებისათვის არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტს – საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობის სტანდარტს. მოსამართლე ვალდებული იყო არსებითი განხილვის ეტაპზე გადაეკვალიფიცირებინა თაღლითობის მუხლზე, თუ ამის საფუძველს ხედავდა და სრულყოფილად გამოეკვლია საქმე.

საქმის სამართლიანი განხილვის კონსტიტუციური პრინციპი (მუხ.31.1.) მოსამართლეს ავალდებულებდა, რომ მხარეებისათვის მიეცა შესაძლებლობა ქმედების თაღლითობად შეფასებაზე წარმოედგინათ მტკიცებულებები, საკუთარი არგუმენტები და კონტრარგუმენტები.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სასამართლოს/მოსამართლეს კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს, მოსამართლეები ვერ ერკვევიან კონსტიტუციური უფლებებისა და პრინციპების არსში, არა აქვთ გამომუშავებული უნარი პროცესუალური კანონმდებლობა განმარტონ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ უფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას”, – წერს კოპალეიშვილი “ფეისბუქში”.

ვრცლად, დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ:

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

გადაწყვეტილება არის აბსურდული… თუმცა შედეგი მაინც სასიხარულოა – გია ხუხაშვილი

ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა – გრიგოლია ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელის განაჩენზე

 

magti 5g