LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

190
გიგი უგულავა

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

უგულავას მოსაზრებით, ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა.

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ნონსენსი. ეს არის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც, თითოეულმა ჩვენგანმა და მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა მოვახდინოთ

„თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწვალეს ხალხი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური – არც მწვადი დაწვეს და არც შამფური.

დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ მისცა პიარს, კოლექტიურ ოხანაშვილს საკვები, რომ ილაპარაკონ აი, ხომ ვამბობდით ესენი დამნაშავეები არიან. კოლექტიურ ოხანაშვილს, კოლექტიურ ნინო წილოსანს მისცა პოლიტიკური საკვები. სინამდვილეში გამოვლინდა ერთადერთი რამ, რომ ივანიშვილის სამართლებრივ თაღლითობაში ჩართულია სასამართლო და პროკურატურა“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ბადრი ჯაფარიძის პირველი კომენტარი: გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, სიმართლეს მივიყვანთ ბოლომდე

 

magti 5g