LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“ – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით გარდაიცვალა

560
ნიდერლანდეები

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 17 წლის გოგო ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

ნოა პოტჰოვენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მანამდე დაწერა, რომ 10 დღის განმავლობაში მას ევთანაზიას გაუკეთებდნენ. ასევე მან შეწყვიტა საკვებისა და სასმელი წყლის მიღება. “ვსუნთქავ, მაგრამ აღარ ვცოცხლობ“, – წერდა მოზარდი.

ნოა პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლისა გახდა, 14 წლისა კი ორმა კაცმა გააუპატიურა. მომხდარის შესახებ მან მშობლებს არაფერი უამბო. სიმართლე კი მოგვიანებით, მის ბიოგრაფიულ წიგნში „გამარჯვება ან სწავლა“ გაირკვა.

მომხდარის შემდეგ მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამას თან დაერთო ანორექსიაც. მოზარდი გოგოს როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა შეირყა.

ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალურია. განსაკუთრებულ გარემოებებში ის დასაშვებია მოზარდებშიც. გადაწყვეტილების მიღებამდე გოგონამ სპეციალურ კლინიკაში კონსულტაცია გაიარა.

2002 წლის 1 აპრილს პირველად მსოფლიოში სწორედ ნიდერლანდებში დაკანონდა ევთანაზია.

ევთანაზიის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ბოლო ანგარიშის თანახმად, ნიდერლანდებში 2017 წელს ევთანაზიის შედეგად 6 585 ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას განუკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ.

ევროკავშირის წევრებს შორის ევთანაზია ასევე კანონით დაშვებულია ლუქსემბურგსა და ბელგიაში.

საქართველოში პასიური ევთანაზია დაშვებულია, ხოლო აქტიური ევთანაზია კი დანაშაულად ითვლება (თუმცა დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღი­­ა­რებული, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით), რომელიც ისჯება 2-დან 5 წლამდე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g