LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს – გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე

ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა იზრუნოს, რომ ქართველ ხალხთან იყოს პირნათელი.

„ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ნუ გააწბილებს ქართველ ხალხს, რომელსაც არ უნდა ჩინჩალაძე და სააკაშვილის მოსამართლეები. მე და ბატონი ბიძინა როგორ ვიქნებით ერთმანეთთან პირნათელი, მაგაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიქნებით პირნათელი ხალხთან. ამ ხალს მეორე ტურის წინ დავუჩოქეთ, რომ ნუ გაგვწირავთ, უკეთესები გავხდებითო, გავხდეთ უკეთესები“, – განაცხადა ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g