LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვთხოვ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან… მორწმუნე ბავშვი იყო” – 11 წლის ბიჭის ბებია

289
BeFunky-collage (20)

თერჯოლაში, სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ბებია საპატრიარქოს სთხოვს, მის შვილიშვილს წესი აუგონ. ბებია აღნიშნავს, რომ ბავშვი მორწმუნე იყო.

“ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს”,-ამბობს გარდაცვლილის ბებია. 

შეგახსენებთ, თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.

მამა ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g