LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VUCA სამყარო და აუცილებელი უნარები – FM ქოუჩი

41
irinachochua2011

გადაცემის ლაივი LIVE

VUCA სამყარო და აუცილებელი უნარები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი”ქოუჩმა ირინა ჭოჭუამ ისაუბრა.

რას ნიშნავს ტერმინი VUCA?

ტერმინი VUCA პირველად გამოიყენეს ლიდერობის თეორიაში 1987 წელს, თანამედროვე სამყაროს აღსაწერდ. მისი კონცეპტი შემდეგ ამერიკულმა არმიამ განავითარა და ის აღწერს სამყაროს, რომელიც არის არასტაბილური, გაურკვეველი, რთული და არაერთმნიშვნელოვანი. კომცეპტმა ფართო გამოხმაურება ჰპოპვა ლიდერობის ახალი პარადიგმაში. მას ეყრდნობა ხვადასხვა ორგანიზაციული თუ საგანმანათლებლო მიმართულებები ლიდერობაში.

VUCA სამყარო პირველ რიგში ნიშნავს არასტაბილურობას. ყველაფერი იცვლება ძალიან სწრაფად და ეს ცვლილებები არის არაპროგნოზირებადი. მთელ ამ პროცესში და არანორმალურ სისწრაფეში ხშირად მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა რთულდება. ფორმას და შინაარსს იცვლის ინდუსტრიები, სამომხმარებლო ბაზარი, იცვლება მიწოდების და კომუნიკაციის გზები, პროფესიები. ის, რაც არ არსებობდა 30 წლის წინ, დღეს შეიძლება ყველაზე მოთხოვნადი პროფესია იყოს. თუმცა, 30 წლის შემდეგ რა იქნება, ამისი პროგნოზირება რთულია. კიდევ უფრო რთულია წინასწარ განსაზღვრო მოვლენების განვითარება და მისი გავლენები. ისტორიული წარსული გამოცდილება კარგავს აქტუალობას. გაურკვეველია მომავალი და რთულია მისი პროგნოზირება. ხვალ შეიძლება ერთმა მოვლენამ სრულიად შეცვალოს სამყარო. სირთულე ეხება იმ ფაქტორების რაოდენობას და მრავალფეროვნებას, რაც უნდა გავითვალიწინოთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც უფრო მეტია გარემო ფაქტორები, მით უფრო რთულია მათი ურთიერთკავშირის დანახვა და შესაბამისი ანალიზი. თანამედროვე ორგანიზაციების და მენეჯმენტის წინაშე დაყენებული მოთხოვნები ისეთი პარადოქსულია, როგორც არასდროს, რომელიც დიდი გამოწვევაა ადამიანისთვის და მისი ფუნდამენტური ფასეულობების სისტემისთვის.  კითხვამ „რა?“ გადაინაცვლა უკანა პლანზე და წინ წამოიწია კითხვებმა „რისთვის?“ და „როგორ?“. რაც უფრო არაერთმნიშვნელოვანია სამყარო, მით უფრო რთულია მისი ინტერპრეტირება.

რა უნარების განვითარებაა ასეთ დროს მნიშვნელოვანი?

უნარები, რომელიც თანამედროვე ადამიანს სჭირდება VUCA სამყაროში შემდეგია:

ხედვა, რომელიც დაგვეხმარება სწრაფი ცვლილებების ფონზე დავინახოთ ჩვენი ადგილი.

გაცნობიერება, რომელიც გაურკვეველ სამყაროში მოვლენების განვითარების ჯაჭვს დაგვანახებს.

სიცხადე, რომელიც რთულ, მრავალფეროვან ფაქტორებს დააკავშირებს ერთმანეთთან.

სისწრაფე, რომელიც არაერთმნიშვნელოვან სამყაროში დაგვეხმარება ადაპტირებაში.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო თვითდისციპლინა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარი თავის წინაშე, რადგან კოლექტიური აზროვნებიდან მივდივართ ინდივიდუალიზმისკენ, სადაც შენს ქმედებაზე და შედეგზე მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი.

ჩვენს რეალობას გარკვეულწილად ქმნის ერთი მნიშვნელოვანი სააზროვნო სტრატეგია. ეს არის ერთგვარი ქცევის ჩარჩო: ორიენტაცია შედეგზე თუ ორიენტაცია პრობლემაზე. ადამიანი, რომლის ქცევის მამოძრავებელიც არის შედეგი, ყოველთვის სახავს მიზანს და ეძებს მიზნამდე მისასვლელ გზებს. ბუნებრივია, მას ხვდება გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა მისი აზროვნების სტრატეგია მომართულია მიიღოს კონკრეტული შედეგი. ამიტომ, ის ყოველთვის მოძებნის დამხმარე ინსტრუმენტებს, როგორ უნდა გადალახოს წინააღმდეგობები და მიზნამდე აუცილებლად მივა. პრობლემაზე ორიენტირებული სააზროვნო სტრატეგია კი გვაძლევს მსხვერპლის პოზიციაში მყოფ ადამიანს, რომელიც მუდამ „გადაბრალების“ რეჟიმშია. მისთვის პრობლემაა გარემო, სადაც დაიბადა; წრე, სადაც მოძრაობს…

თვითანალიზი არის კიდევ ერთი აუცილებელი უნარი. ეს არის ტრანსფორმაციის საფუძველი, რომლის გარეშე VUCA სამყაროში უბრალოდ ჩვენი ადგილი აღარ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები