LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, მიაღწიონ შეთანხმებას, ეს ქვეყანას უფრო ძლიერს გახდის: შვედეთის ელჩი

50
Untitled design

შვედეთის ელჩი საქართველოში, ისევე როგორც მრავალი უცხოელი პარტნიორი და დიპლომატი, მოუწოდებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, გადადგან სათანადო ნაბიჯები და შეთანხმებას მიაღწიონ.

ულრიკ ტიდესტრომი დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს მიმდინარე მოლაპარაკებებს.

შვედი დიპლომატი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“ევროკავშირის მედიაციით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს სრულად ვუჭერ მხარს. ვუერთდები მოწოდებას ყველა პარტიისადმი, რათა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს საქართველოს უფრო ძლიერს გახდის.” – წერს ტიდესტრომი.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება.

დიპლომატმა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ფუნქციას ასრულებს, გუშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს მხარეებს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g