LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვულკანების სერია ინდონეზიაში: განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

103
fffffff

ინდონეზიის ხელისუფლება ერთ კვირაზე მეტია ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში ვულკანების გააქტიურებას.

დღეს კი მთავრობამ ათასობით ადგილობრივი მოსახლის ევაკუაცია განახორციელა.

მას შემდეგ, რაც ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლები ვულკანურმა ფერფლმა დაფარა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

 

 

გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხელისუფლება მოსახლეობას და ტურისტებს მიმართავს, არ მიუახლოვდნენ ეპიცენტრს მინიმუმ 4 კილომეტრის რადიუსში.

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება წერს, ინდონეზიის აღმოსავლეთ პროვინციიდან ევაკუირებულია 4 600-ზე მეტი ადამიანი.

 

 

დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება ადგილობრივმა აეროპორტმაც.

დედაქალაქ ჯაკარტადან 2 600 კილომეტრის მოშორებით მდებარე კუნძულ ლომბლენზე, ვულკანი ლევოტოლო პირველად რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა. ვიდეოკადრები მალევე გავრცელდა ინტერნეტსივრცეში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g