უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქვედანაყოფი „შავი არწივი“ ავრცელებს.
„ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა ქვედანაყოფი „შავი არწივის“ მებრძოლი სოსო გუგუტაშვილი, ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.
ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!“ – წერს ქვედანაყოფი ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, რუსეთ – უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.