LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს…“ – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

166
მანანა მენაბდე

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მწუხარებას გამოთქვამს მუსიკოსის, მსახიობისა და დიდი ხელოვანის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მუსიკოსისა და რეჟისორის, დიდი ხელოვანის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს!“

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად.

მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა. ფილმმა 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა, სადაც მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა“.

მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“.

იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g