LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს იცნობდა… ის ხომ სიყვარულის ბიჭი იყო, ათუკას ვერასოდეს დავივიწყებთ“ – ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

252
ათუკა გეწაძე

ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთში გარდაიცვალა ამავე სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე.

როგორც ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ათუკა გეწაძე მძიმე სენს ებრძოდა.

„გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2 საჯარო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე გარდაიცვალა.

ძნელია მასზე წარსულში საუბარი, სულით მაღალსა და ხორცით ძლიერ ვაჟკაცს მოერია ურთულესი სენი, მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა, ღმერთთან ყოფნა ერჩივნა, ის ხომ სიყვარულის ბიჭი იყო, თბილი, გულში ჩამწვდომი საუბარი იცოდა, დინჯად, სერიოზულად დადიოდა. ალბათ, ზეცას კიდევ სურდა ანგელოზი დღეს მიწიდან?! ჰოდა, მივიდა ის ანგელოზი, რომელსაც ათუკა ერქვა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებთ.

ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს იცნობდა“, – წერია ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები