ვუშვებ, რომ მირზა სუბელიანი ირაკლი ფიფიამ სახეზე ვერ ამოიცნო და ის რომ 12-ჯერ დაურეკა გამოძიების პროცესში არ ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი მეორეს იცნობდა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მანვე განმარტა, რომ ამისთვის დამაზუსტებელი შეკითხვა კომისიის სხდომის ფორმატში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეეძლოთ თავად ირაკლი ფიფიასთვის დაესვათ.
გარდა ამისა, აქედან გამომდინარე კომისიის წევრებმა შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ტყუილში დაადანაშაულეს, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ სატელეფონო ზარების სიხშირე არ ნიშნავს, რომ სახეზე შეიძლება იცნობდეს ერთი ადამიანი მეორეს.
“თქვენ აქ წარმოდგენილი გაქვთ მხოლოდ ერთ მშობელთან გახორციელებული ზარები. ობიექტურობიდან გამომდინარე კარგი იქნებოდა ირაკლი ფიფიას მიერ სხვა მშობლებთან განხორციელებული ზარები. მე მოვიტან იმ ზარებსაც და მერე ვისაუბროთ. სხვაგან 20 დარეკილი რომ იქნება, მერე მიმტკიცეთ, რომ სხვა მშობლებსაც იცნობდა ირაკლი ფიფია,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.