LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარჯველაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს – პარლამენტი არაა სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს

118
მიხეილ სარჯველაძე

„საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ის  გამოეხმაურა ოპოზიციის ინიციატივას, საგამოძიებო კომიტეტის შექმნის თაობაზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს:

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვისმენთ ცალკეული მოსამართლეების ან სასამართლო სისტემაში შესაძლო არსებული პრობლემების შესახებ, საკმარისი არ იქნება და რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილი და ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან წინაპირობა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს.

ეს დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო – პოლიტიკური ხელისუფლებისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„იმედია, მეც დამასანქცირებთ! დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ?“ – უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ბლინკენს

როგორც მანვე აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მიზეზი ახსნილი უნდა იყოს, რადგან საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვებია.

„როდესაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღება, უნდა აიხსნას მიზეზი. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაიბადა საზოგადოებაში, მათ შორის ის, რომ თუ შეერთებულ შტატებში კანონისმიერი მოვალეობაა, რომ ვინც სასამართლო ხელისუფლებაში არ მოსწონთ, დაასანქცირონ, რატომ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული 2012 წლამდე სასამართლოზე, რომლის თაობაზეც მთელი ევროპაა შეთანხმებული, რომ მაშინ სასამართლო შეუდარებლად უარესი იყო, ვიდრე დღესაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დასმულ კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ნეგატიურად იმოქმედოს, სარჯველაძემ უპასუხა, რომ „როდესაც სანქციების გამოყენების დროს კონკრეტულ საფუძვლებზე მითითება არ ხდება, ა ევროკომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე, რ შეიძლება ამან ნეგატიური გავლენა მოახდინოს.“

„დოკუმენტში, სადაც თითოეული რეკომენდაციის არსია ახსნილი, აღნიშნულია, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმების ოთხივე ტალღა წარმატებული იყო [ამას არ ერთი ოპოზიციონერი არ აღიარებს და არ ვიცი, ახლა თუ შეცვალეს რიტორიკა.]

ანონიმური წყარო მოსამართლეების სანქცირების დეტალებზე „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს: „დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით“

ამიტომ მათ შორის ასეთი ტიპის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა მიღებული, არ მგონია ასახვას ჰპოვებდეს ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას…თავად „ქართული ოცნებაც” გამოთქვამს მზადყოფნას” – ირმა ინაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

პოპულალურები