ცნობილმა ქართველმა ექიმმა ლევან ქარაზანიშვილმა გადაცემაში „ექიმები“ პირველი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.
როგორც ირკვევა მას პირველი სიყვარული სკოლის ასაკში ეწვია.
“მამაჩემს წიგნი გამოუგზავნეს და ეს იყო ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც მე მქონდა მთელს სკოლაში. დილით ადრე ავდექი, წავედი და ვინც მომწონდა, მიყვარდა მას ვაჩუქე. ვუთხარი “ეს შენ” და გავიქეცი.
სახლში რომ მოვედი დედაჩემმა მკითხა წიგნი სადაა შვილოო – აღარ მქონდა“ იხსენებს სიცილით ლევან ქარაზანიშვილი.