LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვწუხვარ და ვიზიარებ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებას: კახა კალაძე

282
BeFunky-collage (11)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქვამს მწუხარებას.

„ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გამოაკლდა ოჯახს, მეგობრებს, თბილისს, საქართველოს. ვწუხვარ და ვიზიარებ ზურაბ დოიჯაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ გულისტკივილს!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დღეს გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g