LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაიკითხე წიგნი, დაივიწყე რეალობა

101

საბერძნეთში მიგრანტებისთვის ბიბლიოთეკებს ხსნიან. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საინტერესო პროექტი მიეძღვნა და მას საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ კითხვა მიგრანტებს არსებული რეალობის დავიწყებაში და ახალი ცოდნის მიღებაში დაეხმარება. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საბერძნეთმა ათი ათასობით ადამიანი შეიფარა, სიახლეს მართლაც ბევრი მომხმარებელი ეყოლება. აღსანიშნავია, რომ პირველი ბიბლიოთეკა ათენში შეიქმნა და ის მკითხველს ინგლისურ, ბერძნულ, ფრანგულ, არაბულ და ქურთულ ენაზე თარგმნილ ათასობით ნაწარმოებს სთავაზობს. ბიბლიოთეკას „We need nooks” ეწოდა და რაც ყველაზე საინტერესოა, მასში სპარსულ ენაზე დაწერილ წიგნთა ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. გარდა ამისა, 150 წიგნი პირდაპირ ავღანეთიდან გამოგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g