წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
ბავშვი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უახლოეს მომავალში მისი თბილისში გადმოყვანა იგეგმება. ბავშვს შუბლისა და ბარძაყის ძვალი აქვს დაზიანებული.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276 -ე კმუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ავტოსაგზაო მოძრაობის წესის დარღვევას, რასაც ჯანმრთელობის დარღვევა მოჰყვა.
