LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა

112

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში აღმოჩნდა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, სახერხი დანადგარები, წიწვოვანი სახეობის მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაილუქა.

ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g