LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის მაგალითი არის იმედი, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოსკენ შემობრუნების ყველანაირი შანსი გაქრება და შევაბიჯებთ ევროპული თანამეგობრობის ოჯახში – ცნობილი ბიზნესმენი

240
maxresdefault

წალენჯიხის საკითხს კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ეხმაურება. კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მიესალმება მამუკა ხაზარძის და თემურ ჭყონიას ინიციატივას წალენჯიხის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წალენჯიხის მაგალითი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დიდი იმედია.

“ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი აქტივი უნდა იყოს დემოკრატია. თუ ჩვენ უახლოეს ხანში მოვახერხებთ დემოკრატიის საბოლოო კონსოლიდაციას, ეს იქნება მთავარი გასაღები ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ბალტიის ქვეყნებმა ეს გასაღები 30 წლის წინ მოიპოვეს და ამიტომაც არიან ახლა წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი ქვეყნები. წალენჯიხის მაგალითი არის დიდი იმედი, რომ უახლოეს ხანში საქართველოში დემოკრატიის ისეთ ხარისხს მივიღებთ, რომ უკან – პოსტსაბჭოთა საქართველოსკენ შემობრუნების ყველანაირი შანსი გაქრება და თამამად შევაბიჯებთ ევროპული თანამეგობრობის ოჯახში. მე მწამს, რომ ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ, ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ!”, – წერს თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, წალენჯიხა საქართველოს მასშტაბით ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერმა მერობის კანდიდატმა მოიგო.

ფოტო: წალენჯიხა, როგორც ტურისტული მარგალიტი – რა უნდა ნახოთ და იცოდეთ, თუ ამ რაიონში გადასვლას, ან ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g