LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წა­ლენ­ჯი­ხის მერი, გია ხარ­ჩი­ლა­ვა უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ა­ცი­ლეს – პოლიტიკოსი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

416
გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა დღეს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მანამდე პოლიტიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს ახლობლებმა, მეგობრებმა, ნათესავებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა 2 ნოემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

„ბოლო საუბრისას მითხრა, რომ შეცდომების დაშვების აღარ ეშინია… წალენჯიხას გარდაეცვალა კაცი, რომლის მთავარი პროფესია და თანამდებობა წალენჯიხის სიყვარული იყო“ – თამო კეშელავა გია ხარჩილავაზე

ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთი იყო ოპოზიციის რიგებიდან, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

ირაკლი კობახიძე, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ორი პატრიოტი და ერთგული მებრძოლი გუშინ და დღეს გარდაიცვალა: ზალიკო სამადაშვილი და გია ხარჩილავა… ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ“ – სანდრა რულოვსი

ფოტო: თამარ ზანთარაია /„რადიო თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g