წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ტურისტის ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.