ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ამერიკას ესტუმრება, სადაც 13-დან 23 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს 10 საუკეთესო მოჭადრაკე ქალის მონაწილეობით მეოთხედ ჩატარდება კერნსის თასის გათამაშება.
ნონა გაფრინდაშვილი 3 ამერიკულ ქალაქში მსოფლიო ტურნეს ეგიდით ამხანაგურ თამაშებს და მასტერკლასს გამართავს, ასევე დამწყებ მოჭადრაკეებს შეხვდება.
„წარმატებები ჩვენს დედოფალს“
„ვამაყობთ თქვენით“
„უსაყვარლესი ქალბატონი“
„მშვიდობიანი გზა ქალბატონო ნონა“ – წერენ სოც ქსელში.
გაფრინდაშვილი პირველი ქალია, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.
ის მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს და ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელია.
