ესპანური კლუბი „ლევანტე“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე საქართველოს მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილს დღევანდელ ისტორიულ მატჩში გამარჯვებას უსურვებს.
„ეს დღეს ხდება
გიორგის დებიუტი #EURo2024-ზე საქართველოს ნაკრებთან ერთად.
წარმატებები, შენს გვერდით ვართ, ქოჩო!“. – ვკითხულობთ „ლავანტეს“ ფეისბუკგვერდზე.
„დღეს დათოს დაბადების დღეა და ვიცი, რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერასდროს ვერ ინატრებდა“ – რას წერს დავით ყიფიანის შვილი
გიორგი ქინქლაძე: „სავსე ვარ სიამაყით და თქვენი შესაძლებლობების რწმენით, გახსოვდეთ, უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთი დღეს თქვენს კვალზე გაიარონ.. ითამაშეთ ვნებით, ითამაშეთ სიამაყით და დატოვეთ ყველაფერი მოედანზე. ერთად, როგორც ერთი ერი“
გოგა ჩანადირი საქართველოს ნაკრებს მიმართავს: „არავინ გთხოვთ ზედმეტს. ისედაც ბევრი გააკეთეთ. ახლა, უბრალოდ, თავი მაღლა ასწიეთ და გაილაღეთ!..“