LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, მთელი ერი თქვენს გვერდშია“ – „ალილო” საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სიმღერას უძღვნის

148
ანსამბლი ალილო

დღეს, 14 ივნისს გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც წელს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც იასპარეზებს.

ბუდუ ზივზივაძე: „ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ, როგორც იქნა! ყველანი მზად ვართ და 18-ში მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდეს შეხვედრა“

თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენას – ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ანსამბლი „ალილო“ უძღვნის სიმღერას, რომლის პრემიერაც ცოტა ხნის წინ შედგა.

რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერის არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა.

„პრემიერა. ჯგუფი „ალილოს” საჩუქარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რევაზ ლაღიძის სიმღერის ვერსია. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, მთელი ერი თქვენს გვერდშია“, – წერს ანსამბლ „ალილოს“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.

პრემიერა 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪 ჯგუფი “ალილოს” საჩუქარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რევაზ ლაღიძის სიმღერის ვერსია🇬🇪🇬🇪⚽️⚽️…

Posted by Achiko Beridze on პარასკევი, 14 ივნისი, 2024

შეგახსენებთ, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მინიმუმ, სამ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები