LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ ასპარეზზე – დავით ბერძენიშვილი ძმის პარტიიდან წასვლაზე

71
levan berzenishvili

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი პარტიიდან თამარ კორძაიას და მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის წასვლის კომენტირებისას ამბობს, რომ წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს „რესპუბლიკურ პარტიაში“ გატარებული წლებისთვის“.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა - „მეცნიერებაში მივდივარ“

“რესპუბლიკური პარტიის” ორი წევრი — ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია — პარლამენტში ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ.

,,თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი – ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს „რესპუბლიკურ პარტიაში“ გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – წერს დავით ბერძენიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს „რესპუბლიკური პარტია“ ორმა წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა და თამარ კორძაიამ დატოვეს.

ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ახალ ოპოზიციური ფრაქცია – „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფში“ პარტიის წევრობა არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

მისივე თქმით, ამ ფრაქციის არცერთი წევრი არ არის ღირსი, რომ „რესპუბლიკელები“ მათთან თანამშრომლობდნენ.

თამარ კორძაიას განცხადებით კი, პარლამენტში საქმიანობას უპარტიო და უფრაქციო წევრის სახით განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g