LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ბიზნესის დასაწყებად საჭირო რჩევები

285

ბიზნეს იდეას კარგად გაწერილი ბიზნეს გეგმა სჭირდება. თუ დონორი ორგანიზაციების გულის მოგება გსურთ, ყველა დეტალი კარგად უნდა განსაზღვროთ. გაითვალისწინეთ ბიზნეს ექსპერტების 5 აუცილებელი და მარტივი რჩევა:

განსაზღვრეთ მიზნები

განსაზღვრეთ და სწორად ჩამოაყალიბეთ მიზანი. ბიზნეს გეგმის მთავარი ამოცანა ინვესტორების, ლიდერი კომპანიების თუ სხვა პოტენციური დაინტერესებული მხარეების ინტერესის გაღვივებაა. მათ უნდა დაანახოთ, რომ მოგების მოტანა ნამდვილად შეგიძლიათ. მოგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩამოაყალიბეთ სწორი ხედვა

წარმატებული ბიზნესის შექმნისთვის არსებითია სწორი ხედვის ქონა. თქვენთვის და სხვებისთვისაც გასაგები უნდა იყოს, თუ რისი მიღწევა გსურთ თქვენი კომპანიის საქმიანობით.

შექმენით მკაფიო ბიზნეს მოდელი

მკაფიო ბიზნეს მოდელი  უნდა შექმნათ. კარგი ბიზნეს გეგმა ყოველთვის მოიცავს ფინანსურ პროგნოზს, თუმცა სანამ ციფრებსა და ფაქტებში გაერკვევით, მანამდე სავარაუდო სცენარებზე უნდა იფიქროთ, რათა დარწმუნდეთ გაამართლებს თუ არა თქვენი ბიზნეს გეგმა.

კარგად მოფიქრეთ სახელი და სტრუქტურა

სახელი წარმატების მიღწევაში დიდ როლს თამაშობს. სანამ გადაწყვეტთ, კარგად გადახედეთ ინფორმაციას ინტერნეტში, ხომ არ არის უკვე თქვენს მიერ მოფიქრებული სახელი დაკავებული? რაც შეეხება კომპანიის ლეგალურ სტრუქტურას, ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნეს ოპერაციებისა და სტრატეგიის განვითარების კუთხით. კომპანიის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე უნდა იცოდეთ, რამდენად გაქვთ კომპანიის ლეგალურად ფლობის უფლება.

დატესტეთ ბიზნეს იდეა

სანამ ბიზნეს იდეას ფრთებს შეასხამთ, აუცილებლად გაესაუბრეთ უკვე კარგად გამოცდილ ექსპერტებს, პოტენციურ მომხმარებლებსა და სხვა მეწარმეებს. ამ გზით თქვენი მომავალი ბიზნეს გეგმის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვავთ. ასევე აუცილებლად იფიქრეთ მოსალოდნელ რისკებზე და შესაძლებლობებზე. გამოიყენეთ  SWOT- ის ბიზნეს ანალიზი.

 

მარიკა კარტოზია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g