LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე – გრიგოლ ვაშაძე

85

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
„ვინ არის გიორგი აბდალაძე?“ –ამ კითხვით გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს მიმართა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აბდალაძის ვინაობა შეახსენა, ვაშაძემ აღნიშნა: „წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ ერთი ეს ადამიანი არასოდეს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და იყო შრომითი ხელშეკრულებით ჩვენთან. ჯერ ერთი, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, თუ რამე კითხვები აქვს.“

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის 2011 წლის განცხადებას, რომ ფოტოგრაფების საქმეში არსებობდა მყარი მტკიცებულებები მათ დანაშაულზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამას დეზინფორმაციას უწოდებს.

„არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს მითქვამს, არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.

ამასთან, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები. „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g