„არ მგონია ვინმეს სხვა შეფასება ჰქონდეს. წარმოუდგენელი ფაქტია, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობის ფასად კომერცია გინდა აიწყო.. არვიცი, ამის შეფასებას მე არ შევუდგები, ამას შეაფასებენ სათანადო ორგანოები“,-ასე უპასუხა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მოქალაქეების მიერ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად, მათ სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრის ნაცვლად მათ გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ აღნიშნა, „არ ფიქრობს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი განმეორდება.
„არამგონია, რომ მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში განმეორდეს, დარწმუნებული ვარ, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა ადრე, ეს არ ეხება კოვიდ ვაქცინას. ძალიან ბევრი მექანიზმია ჩადებული ამ პროცესში, ვერ გეტყვით“,-განაცხადა ჩხაიძემ.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს
“ფორტუნას” კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავს სიტუაციაში და რა რეკომენდაციები აქვს მას ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ჩხაიძე პასუხობს:
„ის სისტემა, რომელიც ჩვენ კოვიდ ვაქცინებთან დაკავშირებით გვაქვს, აუცილებლად გულისხმობს ვაქცინაციის გაკეთების წინ შემდეგს: ექთანმა მოქალაქეს უნდა აჩვენოს ვაქცინა, მისი ფორმა, დასახელება, რომელიც მოქალაქემ უნდა წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს ვაქცინა. ეს სისტემა 15 მარტიდანაა დანერგილი.
ალბათ, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეს უნდა იყოს კატეგორიულად დანერგილი, მოთხოვნილი და შესრულებული. ყველა ვინც ვაქცინაციის კაბინეტს მიმართავს, აუცილებლად უნდა შეამოწმოს უკეთდება თუ არა მას მისთვის სასურველი ვაქცინა და ამის შემდეგ დადასტურდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მოქალაქეები ექიმებს ოთხ კომპონენტიანი აცრის ნაცვლად, C ვიტამინის გაკეთებაში ადანაშაულებენ.
ამ ფატზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ცნობით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. მათი თქმით, საქმე უკვე პროკურატურაშია.
“როგორ ბედავთ! მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა, რომ ც ვიტამინს აკეთებთ, გაავრცელეთ…”