LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს – პრემიერის თქმით, მერების ხელფასი გაორმაგდება

149
irakli gariba

მერების ხელფასები გაორმაგდება. იგეგმება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაც. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრიობის სხდომის  დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, შეუძლებელია, მერს, რომელიც ძალიან დიდ ქალაქებს მართავს, მხოლოდ 2 ათასი ლარი ჰქონდეს ხელფასი.

„ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას.

ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან.

ჩვენ ასევე გავზრდით მერების ხელფასებს, ფაქტობრივად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს. უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2 ათასი ლარი. ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე როგორც საჯარო მოხელეების ხელფასებს“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები