LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავედით მანქანაში: ბოლივიელებმა გოლი ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნეს (ვიდეო)

89

გოლის უჩვეულო აღნიშვნა ლიბერტადორესის თასზე, სადაც მოთამაშეები რატომღაც ავტომობილში შეძვრნენ.

ლიბერტადორესის თასის პირველი რაუნდის მატჩი ბოლივიის „ორიენტე პეტროლეროსა“ და პერუს „უნივერსიტარიოს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეორე გოლი მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ფრეიტაშმა გაიტანა.

ამის შემდეგ მასპინძლები ჭკუიდან გადავიდნენ – „ორიენტეს“ ფეხბურთელები ერთ-ერთი სპონსორის მიერ წარმოდგენილი ავტომობილისკენ გაემართნენ და გოლი საჭესთან აღნიშნეს.

განმეორებითი მატჩი ლიმაში 27 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g