„წავედით შრი-ლანკაზე“ – ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ახალ მიმართულებას ამატებს. 2019 წლის ნოემბრიდან პოლონური ავიაკომპანია კუნძულ შრი-ლანკას უდიდესი ქალაქის და ყოფილი დედაქალაქის – კოლომბოს მიმართულებით იწყებს ფრენებს.
როგორც საქართველოში LOT Polish Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში, LOT Travel LTD – Georgia-ში განმარტავენ, ვარშავადან ფრენები 3 ნოემბრიდან დაიწყება და აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
„გეპატიჟებით საუკეთესო სანაპიროების, ეგზოტიკური ბუნებისა და უძველესი არქიტექტურის სამშობლოში“, – წერენ LOT Travel LTD – Georgia-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.