LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

46

Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია  დაიწყო. ეს არის დაჯილდოების ცერემონიალი ტურიზმის სფეროში, რომლის თანაორგანიზატორია  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, მათ უკვე დაიწყეს მზადება მეორე ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებისთვის. 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას, მთელი საქართველოს მაშტაბით: სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის კომპანიებს, ტურისტულ  კომპანიებს, ფოტოგრაფებს, გასართობ ობიექტებს და ა.შ. შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Welcome to Georgia! National Tourism Awards- ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გახდნენ ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოვების ცერემონიალის ნომინანტები.

ნოემბრის ბოლოს გაიმართება Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის დაჯილდოების ოფიციალური ღონისძიება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები 18 განსხვავებულ კატეგორიაში:

  1. BEST BUSINESS EVENT VENUE AWARDdajildeoveba
  2. BEST MICE TOURISM AWARD
  3. BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD
  4. BEST TOURISM WINERY AWARD
  5. BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD
  6. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD
  7. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD
  8. BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD
  9. BEST SKI ACCOMMODATION AWARD
  10. BEST SEA ACCOMMODATION AWARD
  11. BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD
  12. BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD
  13. BEST ENTERTAINMENT VENUE TOURISM AWARD
  14. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD
  15. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD
  16. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD
  17. BEST ADVENTURE TOURISM AWARD
  18. BEST TRAVEL PHOTOGRAPHER

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, რეგისტრაციის შემდეგ თითოეული ნომინანტი მიიღებს მის პირად ონლაინ კაბინეტზე  წვდომის უფლებას, სადაც უნდა შეავსონ კითხვარი და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შეფასება პროფესიონალური ჟიურის მიერ. ჟიურის თითოეული  წევრი ინდივიდუალურად შეაფასებს ნომინანტებს. ისინი მონაწილეების შეფასებას დაიწყებენ 19 სექტემბრიდან. ამასთანავე 1 სექტემბრიდან დაიწყება ონლაინ ხმის მიცემა www.awards-tourism.com ვებ-გვერდის მეშვეობით.

მათივე ცნობით, Welcome to Georgia! National  Tourism Awards-ში გამარჯვების შანსი ყველა ნომინანტისთვის თანაბარია. შეფასების პროცესების სამართლიანობას თვალს ადევნებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია  BDO Georgia.

რეგისტრაცია ხდება შემდეგ ბმულზე: https://cabinet.awards-tourism.com/register 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები