LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! – რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

498
ფორტუნა

შატო მუხრანის „ორანჟერეაში“, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი და უნიკალური ლოკაციაა, რომელიც ღვინის ტურიზმს 1878 წლიდან ქმნის, Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეცხრე ცერემონია გაიმართა.

გამარჯვებულები, 24 განსხვავებულ ნომინაციაში, ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 200-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოავლინა.

ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“, რომელიც Welcome to Georgia!-ს მთავარი მედია პარტნიორი იყო.

დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას 400-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ: ტურისტული სააგენტოების, ავიაკომპანიების და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მფლობელები, ცენტრალური და
ადგილობრივი ხელისუფლება, მოგზაური ფოტოგრაფები და ჟურნალისტები.

Welcome to Georgia! მასშტაბური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება და წარმოადგენს ბიზნეს პლატფორმას, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ლიდერებს აერთიანებს. ეს არის ერთგვარი „ოსკარი“ ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად!

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებითა და თბილისის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები ასევე იყვნენ: ავიაკომპანია Georgian Wings, სასტუმრო Hilton Garden inn Tbilisi Riverview, სადაზღვევო კომპანია Ardi, საყოფაცხოვრებო ტექნიკა Ardesto, პრემიუმ კლასის ბრენდები Zigie-სგან, კორპორაციული და პერსონალური საჩუქრების საწარმო Chemi, აუდიოსისტემები Kreba, საერთაშორისო ორგანიზაცია MCINERNEY, რესტორანი Ornament Express.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები