LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს, 18 წლის ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას: ამირან გამყრელიძე

225
FORTUNA.GE- (3)

„შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების შემდეგ წარედგინება საკოორდნინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პირველი პროექტის მიხედვით, წელს, 18 წლის ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც  რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

“ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია მოსახლეობის 60 %-ზე, ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას, ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები, ახლა იწყება 12 წელს ზემოთ, ამიტომ იმისათვის საზოგადოებრივი, ე.წ ჯოგური იმუნიტეტი  შეიქმნას, 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა.”

მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას 65 მილიონიდან 170 მილიონამდე ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა დასჭირდება.

„ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებით, ასევე სერვისის ღირებულების გათვალისწინებით, თუ რა ეღირება ერთი აცრა, სხვა დამხმარე სამსახურების, როგორიც არის IT სამსახურები, ლოჯისტიკური სამსახურები, ამასთანავე, ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებთან ერთად ბიუჯეტი ამ წლის განმავლობაში მერყეობს, დაახლოებით, 65 მილიონიდან 170 მილიონამდე, რომ ჩვენ მოსახლეობის 60% ავცრათ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები